ქართული ცეკვა 2014 წლიდან

ქართული ცეკვის სული

ჩვენ ვასწავლით ბავშვებსა და ახალგაზრდებს საქართველოს საუკუნეების ტრადიციულ ცეკვას — გამბედაობით, მადლიერებით და მუსიკისა თუ ერთობის სიხარულით. დარეგისტირდი ქართული ცეკვის სტუდია "იბერია"-ში და იმოგზაურე მათ სამყაროში, გახდი მათი ნაწილი. ისწავლე და იცეკვე. ყველაფერი პირველი ნაბიჯებით იწყება!!! რეგისტეაცია ამაწლის 24 აგვისტოდან ბავშვების მიღება დაიწყო. მოხარული ვიქნებით, უფასო საცდელ გაკვეთილზე გაგაცნოთ ქართული ცეკვის ყველა უპირატესობა. მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას! ორგანიზების გასამარტივებლად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ უფასო საცდელ გაკვეთილზე. უბრალოდ აირჩიეთ სასურველი თარიღი და დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“. გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე!

სიახლეები

სიახლეები ჩვენი სტუდიიდან

ქალაქის მიუზიკლი „სამოთხე უკეთესი ცხოვრებისთვის“ 15.08.2021

27.07.2026

ქალაქის მიუზიკლი „სამოთხე უკეთესი ცხოვრებისთვის“ 15.08.2021

კულტურა დაბრუნდა! ამ ზაფხულს თავისუფლების აღდგენილი გემო აქვს.
ურბანული მიუზიკლი „პლანეტა ბილშტედტი“ კითხვას სვამს: „როგორ გვინდა ვიცხოვროთ?“ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება 50 წლის შემდეგ? სამოთხე აქ არის, სწორედ …

„Grace-Nation“ პროექტის პრეზენტაციაზე, 27 თებერვლიდან 1 მარტამდე, მალტის კუნძულზე.

27.07.2026

„Grace-Nation“ პროექტის პრეზენტაციაზე, 27 თებერვლიდან 1 მარტამდე, მალტის კუნძულზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მალტის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით.
ჩვენ აღფრთოვანებულები და ამაყები ვართ, რომ მალტის ქართული კულტურის ცენტრმა 2020 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტამდე კულტურუ…

ცეკვის მსოფლიო თასი 2019

27.07.2026

ცეკვის მსოფლიო თასი 2019

6000 მოცეკვავე | 53 ქვეყანა | 9 დღე | 2 ეტაპი | 1 წარმოუდგენელი შეჯიბრი!
ცეკვის მსოფლიო თასი ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ბრაგაში გაიმართა, სადაც Altice Forum-მა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყ…

ჩვენ შესახებ

ერთი სტუდია, სხვადასხვა ფესვები — ერთი საერთო გატაცება

ჩვენი სტუდია 2014 წელს დააარსა ანა ჩოხელმა და მას შემდეგ 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ასწავლის საქართველოს ტრადიციულ ცეკვებს.

ჩვენი წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. რაც გვაერთიანებს არის სიხარული ქართული მუსიკისა და ცეკვისადმი და მეგობრობის ღირებულება ყველა საზღვრის მიღმა.

დაგვიკავშირდით

საუკუნეების ტრადიცია

ქართული ცეკვის ფესვები მე-4 საუკუნემდე ვრცელდება.

საერთაშორისო საზოგადოება

სხვადასხვა ქვეყნიდან ბავშვები ერთად ცეკვავენ და სწავლობენ ჩვენთან.

სიმამაცე და თავაზიანობა

ყოველ ცეკვაში ჩადებულია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიმამაცე, თავაზიანობა და მორალი.

გამოცდილი ხელმძღვანელობა

ჩვენი ხელმძღვანელი მრავალწლიანი გამოცდილებით არის ქორეოგრაფი და პედაგოგი.

ჩვენი კურსები

ტრადიციული ქართული ცეკვის კურსები

ქართული ცეკვის კურსი ბავშვებისთვის / დამწყებთა ჯგუფი

ქართული ცეკვის კურსი ბავშვებისთვის / დამწყებთა ჯგუფი

ცეკვა ბავშვებისთვის ბედნიერება. ცეკვის სტუდიაში 6 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები ეუფლებიან ასაკის შესაბამის მოძრაობებს, რომლებიც სხვადასხვა რიტმსა და მუსიკალურ სტილზეა მორგებული. ცეკვის მოძრაობების მეშვეობით ბავშვები აუმჯობესებენ კოორდინაციასა და სწავლობენ კონცენტრაციას. ცეკვა აბედნიერებს

ორშაბათი: 16:30-დან 17:30-მდე.

Am Gojenboom 46, 22111 Hamburg

დეტალურად
ქართული ცეკვის კურსი მოზარდებისთვის

ქართული ცეკვის კურსი მოზარდებისთვის

ჰამბურგის სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდები ქართული ცეკვის სტუდია „იბერიაში“ იყრიან თავს. ქართული ცეკვის შესწავლის პარალელურად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულებების დამკვიდრებას. ახალგაზრდები სწავლობენ ერთმანეთისადმი პატივისცემით მოპყრობას, ტოლერანტულ ურთიერთობასა და განსხვავებული ადამიანებისა თუ კულტურების მიმღებლობას. ამ პროცესში ჩვენ ავთენტურად წარმოვაჩენთ ქართულ კულტურას და ერთმანეთთან ვაკავშირებთ ცეკვას, ტრადიციასა და საზოგადოებას. ამგვარად, ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ ცეკვის უნარებს ივითარებენ, არამედ საკუთარი თავის რწმენას, ურთიერთპატივისცემასა

ორშაბათი: 17:30-დან 18:30-მდე.

Am Gojenboom 46, 22111 Hamburg

დეტალურად
ქართული ცეკვის კურსი მოზარდებისთვის

ქართული ცეკვის კურსი მოზარდებისთვის

ქართული ცეკვის გაკვეთილები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ცეკვის პროექტების მეშვეობით ახალი მოტივაცია იპოვონ და საკუთარი თავის რწმენა აიმაღლონ. ამავდროულად, ისინი ხელს უწყობს რიტმის შეგრძნების, წარმოსახვის, სხეულის ფლობისა და სოციალური უნარების განვითარებას. ერთობლივი ცეკვისას ეს უნარები შემოქმედებითად და ლამაზად ერთიანდება.

სამშაბათი: 17:00-დან 18:00 მდე.

Am Gojenboom 46, 22111 Hamburg

დეტალურად
ქართული ცეკვა — კურსი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ბად-ოლდესლოში

ქართული ცეკვა — კურსი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ბად-ოლდესლოში

ქართული ცეკვა — ძალა, ელეგანტურობა და ვნება ქართული ცეკვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოძრაობა; ის უნიკალურად აერთიანებს ესთეტიკას, ძალასა და ემოციურ გამოხატულებას. ელეგანტური და დინამიკური მოძრაობები ხელს უწყობს კონცენტრაციის, დისციპლინის, სხეულის ფლობისა და გუნდური სულისკვეთების განვითარებას. მიიღეთ მონაწილეობა ინტენსიურ ვარჯიშში, რომელიც ენერგიით, ვნებითა და ცეცხლოვანი ხასიათით გამორჩეული ქართული მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. ქართული ცეკვა იპყრობს როგორც სხეულს, ისე სულს. კურსი განკუთვნილია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

დამწყებთა ჯგუფი: ხუთშაბათობით, 17:00-დან 18:15-მდე;

Am Kurpark 16, 23843 Bad Oldesloe

დეტალურად
Foto: ანსამბლის " იბერია"

ანსამბლის " იბერია"

ანსამბლი „იბერია“ — ჩვენი გატაცება და წარმატება. ჩვენი ცეკვის სტუდია, „იბერიამ“, საკუთარი ანსამბლი ჩამოაყალიბა. მასში გაწევრიანება შეუძლიათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ მაღალი დონის მოსამზადებელ კურსებს გადიან და მათი წარმატებით დასრულების შემდეგ, ანსამბლის წევრები ხდებიან. უზომოდ ვამაყობთ ჩვენი ანსამბლით და გვსურს, რომ თქვენც „იბერიას“ ნაწილი გახდეთ!

პარასკევი: 18:00-დან 21:00 საათამდე.

Grundschule Jenfelder Straße, Jenfelder Str. 252, 22045 Hamburg

დეტალურად

ფოტოები

მომენტები ჩვენი ვარჯიშებიდან

მთელი გალერეა

ჩვენი გუნდი

ადამიანები სტუდიის მიღმა

Anna Chokheli

Anna Chokheli

ჩოხელი

მმართველი დირექტორი (ქორეოგრაფი). 1991 წელს დაამთავრა პირველი ექსპერიმენტული ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია. გამოცდილება აქვს FARCA-ს სახელმწიფო ანსამბლში, თბილისში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, ქართული ფილოლოგიის სპეციალობით. წარმოშობით ქართველი, მან 2014 წლის აგვისტოში დააარსა ქართული ცეკვის კურსი Elementy Dance.Theatre.School-ში. 2016 წელს მან დააარსა ქართული ცეკვის სტუდია IBERIA ჰორნერ ფრაიჰაიტის სათემო ცენტრში.

კონტაქტი

სიამოვნებით დაგელოდებით

გაქვთ კითხვები ვარჯიშთან, საცდელ გაკვეთილთან ან წარმოდგენასთან დაკავშირებით? დაგვიწერეთ — მალე დაგიკავშირდებით.

დაგვიკავშირდით